14 ივლისი, 2015

არსენ გვენეტაძე პოეზიის საღამოს მოაწყობს

1arsen-gvenetadzeექიმი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე, რომლის სიამაყეც ყოველწლიურად 200-ზე მეტი ახალი სიცოცხლის შექმნაა, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე საღამო-დებიუტს გამართავს.

საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი საკუთარი პოეზიის საღამოს მოაწყობს, რომლის იდეის ავტორი და რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა. საღამო ექიმის მეგობრებს მიეძღვნებათ: “დილიდან როცა მზეს გააჩუქებ, სიცოცხლის სუნთქვა რომ გიხარია, სხვისი სიცოცხლეც რომ გიხარია…სულ ერთი წამით თვალი დახუჭე და წარმოიდგენ რა მაგარია!”

“მიყვარხართ ვგიჟდები თქვენზე, სიცოცხლე ახია ჩემზე!“ – ასეთ ლექსს უძღვნის არსენ გვენეტაძე საკუთარ ოჯახს, მეუღლეს თამარ საბახტარაშვილს და 20 წლის ლუკას და 12 წლის მარიამს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგ-პროფესორი, “ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ხელმძღვანელია.