ჩარლზ ჩაპლინის წარმატებული ცხოვრების ოქროს წესები

26 ივლისი, 2015

1chaaplinმსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი და კომპოზიტორი ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი დღესაც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა მსოფლიო კინემატოგრაფში. მისი გამონათქვამები თუ წერილები დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველში. ჩაპლინის წერილები ხშირად ფსიქოლოგიური ხასიათისაა და ადამიანების ამ ცხოვრების არსზე ჩააფიქრებს.

“არტინფო” გთავაზობთ ჩარლზ ჩაპლინის სიტყვას, რომელიც მან თავისი 70 წლის იუბილეზე წარმოთქვა.

***

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე“ ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას თავისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, თანაც მაშინ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა, ადამიანიც ამისთვის ჯერ მზად არ არის და რომ ეს ადამიანი თავად მე ვარ. დღეს ვიცი, რომ ამას „აღიარება“ ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს ვიცი, რომ ამას „მოწიფულობა“ ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. დღეს ვიცი, რომ ამას „თვითდაჯერებულობა“ ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ვიცი, რომ ამას „უბრალოება“ ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, განვთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის, საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. დღეს ვიცი, რომ ამას „საკუთარი თავის სიყვარული“ ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება“ ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ვიცი, რომ ამას „განხორციელება“ ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. დღეს ვიცი, რომ ამას „გულის სიბრძნე“ ჰქვია.

არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემების შიში გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ „ეს – ცხოვრებაა“.

საკუთარი თავის უნდა გწამდეს – ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონდეს აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.

გააზიარეთ

 
...