ფილმები, რომლებიც შეგცვლით

3 ივლისი, 2015

1filmebiრისთვის უყურებენ ადამიანები ფილმებს? ზოგი დროს კლავს, ზოგი ამა თუ იმ სიუჟეტში საკუთარ ცხოვრებას ხედავს, ზოგი ცხოვრებაზე ფიქრობს, ზოგსაც უბრალოდ აინტერესებს კინოსამყაროს სიახლეები.

იცოდით, რომ არსებობენ ფილმები, რომლებსაც ადამიანების შეცვლა და მათთვის სამყაროს სულ სხვანაირად ჩვენება შეუძლიათ?

“არტინფო” ამ ფილმებს მოკლე მიმოხილვებით წარმოგიდგენთ.

Philomena (2013) – ეს არის საკმაოდ ემოციური ფილმი კომედიისა და დრამის ელემენტებით. ფილმის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული, მთავარ როლს კი არაჩვეულებრივი ბრიტანელი მსახიობი ჯუდი დენჩი ასრულებს. მთავარი გმირი ქალია, მან მთელი ცხოვრების თითოეული დღე თავის შვილზე ფიქრში გაატარა, რომელსაც ახალგაზრდობაში დააშორეს. და აი, წლების შემდეგ, ის ჟურნალისტის დახმარებით, შვილის საძებნელად მიემგზავრება.

Les émotifs anonymes (2010) – ძალიან, ძალიან მორცხვი კონდიტერი და მისი ახალი თანაშემწე ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. ორივეს სიგიჟემდე უყვარს შოკოლადი, რომანტიკული მუსიკა და პარიზული საღამოები. ერთადერთი მათი პრობლემა ისაა, რომ ზედმეტი მორიდებულობის გამო, არც ერთს არ შეუძლია შემხვედრი ნაბიჯი გადადგას და ერთმანეთს გრძნობებში გამოუტყდეს.

Mommy (2014) – რეჟისორმა ეს ფილმი დედისა და მისი მოზარდი ბიჭის რთულ ურთიერთობაზე გადაიღო. დედა მზად არის დაიწყოს ახალი ცხოვრება და ბიჭი ბავშვთა თავშესაფრიდან გამოყავს, გარდატეხის ასაკი კი მთელ რიგ სირთულეებს აჩენს.

(500) Days of Summer (2009) – თბილი და სასიამოვნო ფილმი ორ აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანზე, რომელთაც ერთმანეთი შეუყვარდებათ. ქალი რეალისტია და არ სჯერა მუდმივი სიყვარულის, მამაკაცი რომანტიკოსია და ფულს ღია ბარათებისთვის ლამაზი წარწერების მოფიქრებით შოულობს. მას სჯერა სიყვარულის და ერთი ნახვით შეყვარებისაც.

Fehér isten (2014) – ეს არის სევდიანი ფილმი გოგონასა და მის ძაღლზე, რომლებიც არავის სჭირდება. ორივე ერთად სხვის სახლში გადადის საცხოვრებლად, ძაღლი აქ კიდევ უფრო ზედმეტია, ის ცხოველთა თავშესაფარში აღმოჩნდება და სწორედ აქედან იწყება ფილმის მთელი ისტორია.

Shi (2010) – ეს არის სამხრეთკორეელი რეჟისორის ლი ჩან დონის არაჩვეულებრივი ფილმი ექსცენტრიკულ და ცნობისმოყვარე ქალზე, რომელიც ყოველდღიურობის სილამაზის შეცნობას და შესწავლას იწყებს.

What Dreams May Come (1998) – დაუჯერებლად ლამაზი და მგრძნობიარე ფილმი მოსიყვარულე ადამიანზე, რომელიც სიკვდილის შემდეგაც ერთგული რჩება. საყვარელი ადამიანის საპოვნელად ის მზად არის ჯოჯოხეთშიც კი გაემგზავროს.

En kärlekshistoria (1970) – ეს ფილმი მოზარდებზეა. მასში აღწერილია პერიოდი, როცა მოზარდი უკვე აღარ არის პატარა ბავშვი, მაგრამ მისთვის დიდების სამყარო ჯერ კიდევ დაკეტილია. სამაგიეროდ, ღიაა პირველი სიყვარულის სამყარო, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ავიწყდება.

Darbareye Elly (2009) – ირანელი რეჟიორის ასგარ ფარხადის ფილმმა მსოფლიო კრიტიკოსების ალაპარაკება შეძლო. ფილმი ძალიან მარტივად იწყება – ოჯახური წყვილები ზღვაზე დასასვენებლად მიდიან. მათთან ერთად არის გოგონა ელი, რომელსაც აჰმადი უნდა გააცნონ.

გააზიარეთ