უნივერსალური რჩევები დალაი ლამასგან

12 ივლისი, 2015

1dalai-lamმართალია ყველა ადამიანს ცხოვრებაში თავისი წესები აქვს, თუმცა არსებობს უნივერსალური რჩევები. მათ შორისაა, დალაი ლამას ცხოვრებისეული რჩევები და ისინი ნებისმიერი ტიპის ადამიანზეა გათვლილი. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე შეუფასებელ გაკვეთილებს გვაძლევს, ამიტომაც მათი დაფასება უნდა ვისწავლოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ლამაზი ლენტით შეფუთული არ არის, ის მაინც საჩუქარია.

გინდათ იყოთ წარმატებული და გქონდეთ დიდი სიყვარული? მაშინ გახსოვდეთ, რომ ეს დიდ რისკთან არის დაკავშირებული.

გახსოვდეთ, როცა აგებთ, არასდროს კარგავთ დაგროვილ გამოცდილებას.

არასდროს დაივიწყოთ სამი მუდმივი წესი: პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცით სხვებს და არასოდეს გაექცეთ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე.

გახსოვდეთ, ხშირად სულაც არ გჭირდებათ ის, რაც თქვენ გსურთ.

ისწავლეთ წესები, რომ შეძლოთ მათი სწორად დარღვევა.

არ მისცეთ უფლება პატარა კამათს დიდი მეგობრობა დაასრულოს.

თუ შეცდით, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს შეცდომა გამოასწოროთ.

გარკვეული დროით ყოველდღიურად დარჩით მარტო საკუთარ თავთან.

იყავით თავისუფალი, მაგრამ ნუ გადახვალთ ზღვარს.

გახსოვდეთ, ხანდახან სიჩუმე ყველაზე დიდი პასუხია.

იცხოვრეთ ღირსეულად, რომ სიბერეში რაღაც გქონდეთ გასახსენებელი.

სიყვარულის ატმოსფერო თქვენს სახლში – თქვენი წარმატებული ცხოვრების გარანტია.

კამათის დროს ისაუბრეთ მხოლოდ აწმყოზე და ნუ გაიხსენებთ წარსულს.

გაუზიარეთ სხვებს თქვენი ცოდნა, ამ მეთოდით უკვდავებას მიაღწევთ.

იყავით კეთილგანწყობილი დედამიწის მიმართ და გიყვარდეთ ის.

წელიწადში ერთხელ აუცილებლად გაემგზავრეთ იქ, სდაც მანამდე არ ყოფილხართ.

გახსოვდეთ, ყველაზე კარგი ურთიერთობებია მაშინ, როცა ურთიერთსიყვარული ყველაფერს აჭარბებს.

თქვენი წარმატების შეფასებისას ყოველთვის გახსოვდეთ, რაზე მოგიწიათ უარის თქმა, ამისთვის რომ მიგეღწიათ.

სიყვარულს და სადილის მომზადებას შემოქმედებითად მიუდექით.

ისეირნეთ ყოველ დღე, რადგან სასწაულები ყველგან ხდება.

არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია კარგია თუ ცუდი, ადრე თუ გვიან ის მაინც შეიცვლება.

გახსოვდეთ, დრო კურნავს თითქმის ყველაფერს, ამიტომ მიეცით დროს დრო.

ყოველთვის აირჩიეთ სიცოცხლე.

უარი თქვით ყველაფერზე, რაც არც სასარგებლოა, არც ლამაზი და არც მხიარული.

აანთეთ ლამაზი სანთლები, გამოიყენეთ ლამაზი ზეწრები, ჩაიცვით ლამაზი საცვლები, არაფერი შეინახოთ განსაკუთრებული შემთხვევისთვის, რადგან ეს განსაკუთრებული შემთხვევა დღესაა.

ღრმად ჩაისუნთქეთ, ეს აზრებს აწყნარებს.

არასდროს შეადაროთ თქვენი ცხოვრება სხვისას, რადგან წარმოდგენაც არ გაქვთ, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში.

თუ რამეში ეჭვი შეგეპარათ, აუცილებლად გადადგით წინ კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი.

თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, არ ღირს მასზე ნერვიულობა, მაგრამ თუ პრობლემა მოუგვარებელია, მაშინ მასზე ნერვიულობა უკვე უაზრობაა.

შური დროის უაზრო ხარჯვაა, რადგან თქვენ უკვე გაქვთ ყველაფერი, რაც გესაჭიროებათ.

ცხოვრებას არ უნდა შესწავლა, რადგან უკვე მისი ნაწილი ხართ და გააკეთეთ იმდენი, რამდენსაც მოასწრებთ.

შეურიგდით თქვენს წარსულს, რომ მან აწმყო არ გაგიფუჭოთ.

გააზიარეთ