ომარ ხაიამი – რა არის ცხოვრება?

10 ივლისი, 2015

1omar-xaiamiსპარსელი ფილოსოფოსი, პოეტი და მათემატიკოსი ომარ ხაიამი ცხოვრებას თავისებურად ახასიათებდა და ადამიანებს მეტი დაფიქრებისა და მოვლენათა გააზრებას ურჩევდა.

“არტინფო” გთავაზობთ ომარ ხაიამის გამონათქვამებს, რომელიც სიცოცხლის არსსა და ადამიანის ამქვეყნიურ მისიაზე ჩაგაფიქრებთ:

***

რა არის ცხოვრება? – ბაზარი, მეგობარს ნუ ეძებ მანდ. რა არის ცხოვრება? – ვნება, წამალს ნუ ეძებ მასში. არ შეიცვალო, მუდამ გაიღიმე, მაგრამ ხალხისგან ნუ ელი ღიმილს.

არიან ადამიანები, რომლებიც ვარდის სურნელებასაც ვერ შეიგრძნობენ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მწარე ბალახებისგან თაფლს გამოიყვანენ. არიან ადამიანები, ვისაც ხურდას მისცემ და ეს მთელი ცხოვრება ემახსოვრება, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც ცხოვრებას გასწირავ და ამას ვერც კი მიხვდება.

რაც უფრო ხშირად ვცდებით ცხოვრებაში, მით უფრო ხშირად ვკარგავთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთვის ძვირფასია. თან ვცდილობთ, უცხოებს მოვეწონოთ და ამ დროს ახლობლებს გავურბივართ.

ადამიანი თითქოს დედამიწაა სარკეში ასახული. ის პატარაა და ამავდროულად განუზომლად დიდი.

რა პატარაა ადამიანის ენა და რამდენის ცხოვრების დანგრევა შეუძლია.

ვაღმერთებთ მათ, ვინც ჩვენი ღირსები არ არიან და ყველაზე ერთგულებს კი ვღალატობთ. ვისაც ვუყვარვართ, გულს ვტკენთ და თავად ბოდიშს ველით.

არ დაკარგო საყვარელი ადამიანები, რადგან ვეღარ დაიბრუნებ.

სჯობს იყო მარტო, ვიდრე ნებისმიერ შემხვედრთან ერთად და სჯობს იშიმშილო, ვიდრე იკვებო იმით, რაც ხელში მოგხვდება.

ცუდს ჩვენს შესახებ ჩვენზე უარესები ფიქრობენ, რადგან ვინც ჩვენზე უკეთესია, ჩვენთვის არ სცალია.

მეგობარო, მოდი „ახლა“ დაიმახსოვრე, რომ „ხვალ“ არ არსებობს.

შენ ამოცოცდი ტალახიდან თავადებში და უცბად თავადი გახდი, მაგრამ თუ გინდა არ დაიღუპო, არ დაგავიწყდეს – თავადი მოკვდავია, ტალახი კი სამუდამო.

არ უღალატო მეგობრებს, მათ ვერავინ შეცვლის.

ჩვენს დროში სასარგებლოა იყო სულელი, რადგან გონება ნივრის ფასი ღირს.

ნუ ამბობ, რომ მამაკაცი მექალთანეა, ის რომ ერთადერთზე ყოფილიყო შეყვარებული, თქვენამდე ვერ მოაღწევდა.

ნუ დააკავებ იმას, რაც მიდის და ნურც განირიდებ იმას, რაც მოდის, რადგან მხოლოდ მაშინ აღმოაჩენ შენს ბედნიერებას.

იყავი ცეცხლივით ცხელი, იყავი წყალივით გამჭვირვალე და ნუ შეეცდები ყოველგვარი ქარის მორჩილ მტვრად იქცე.

საყვარელ ადამიანში გვიყვარს მისი ნაკლოვანებაც, ხოლო საძულველ ადამიანში გვაღიზიანებს მისი ღირსებაც.

ამქვეყნად მხოლოდ სულიერი სიმდიდრე დააფასე, რადგან ის არასოდეს გაუფასურდება.

ამქვეყნად საუკუნე ვერ ვიცხოვრებთ, ამიტომ დაიჭირე ყოველი წამი, რადგან მას ვეღარასდროს დაიბრუნებ.

შეიძლება მოხიბლო მამაკაცი, რომელსაც ჰყავს ცოლი, შესაძლებელია მოხიბლო მამაკაცი, რომელსაც ჰყავს საყვარელი, მაგრამ შეუძლებელია მოხიბლო მამაკაცი, რომელიც შეყვარებულია.

რაც უფრო დაბლაა სულიერად ადამიანი, მით უფრო ზემოთ სწევს ცხვირს. ის ცხვირით მიიწევს იქ, სადამდეც სულით ვერ გაიზარდა.

ჭაში ნუ ჩააფურთხებ, წყალი ხომ უნდა დალიო?!

ვინც ტირის, მას სიცილიც შეუძლია, ვინც კვდება, მან იცის, რომ ცოცხლობს.

ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა. ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები, გაზაფხული და ცისფერი ცა.

ნუ შეგშურდება იმის, ვინც მდიდარი და ძლიერია. აისს ყოველთვის დაისი მოყვება.

ვფიქრობ, რომ მარტო ყოფნა ჯობია, ვიდრე ის, რომ ცალმხრივად გიყვარდეს. სიყვარულს თუ მუდმივად უანგაროდ გასცემ, თუ შენს მეორე ნახევარს შეხვდები, ვეღარ შეიყვარებ.

არ შეურაცხყო ის, ვინც რანგით დაბლაა, იქნებ მოვიდეს და რაიმე ითხოვოს.

სასაცილო არაა, მთელი საუკუნე კაპიკებით იყიდოთ, თუ სამუდამო ცხოვრება არ არსებობს. ეს ცხოვრება ჩემო კარგებო, დროებით მოგეცათ და შეეცადეთ, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ.

საკუთარი თავის ჩუქება, არ ნიშნავს, რომ გაიყიდე. ვინმეს გვერდით ძილი, არ ნიშნავს, რომ მასთან ღამე გაატარე. სამაგიეროს არ გადახდა, არ ნიშნავს პატიებას. გვერდით არყოფნა, არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს.

არ ჩაიდინო ბოროტება – ბუმერანგივით დაგიბრუნდება.

არ მოატყუო საკუთარი თავი, რადგან დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ ამ ტყუილით შენ თავსვე ღალატობ.

გააზიარეთ

 
...