თაკო გაჩეჩილაძე ,,ერთი ერთშის’’ გამარჯვებულია

15 ივლისი, 2015

1takoმუსიკალური შოუს “ერთი ერთში” მეოთხე სეზონი დასრულდა. ფინალში მაყურებელმა თავისი ესემესებით გამოავლინა საუკეთესო და პირველი ადგილი თაკო გაჩეჩილაძეს არგუნა.

ფინალში ოთხი მომღერალი გადავიდა – სოფო ბედია, მარიტა როხვაძე, ოთო ნემსაძე და თაკო გაჩეჩილაძე. მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმები ასე გადანაწილდა: მარიტა როხვაძე – 0.8 პროცენტი მეოთხე ადგილი და 10.000 ლარი, სოფო ბედია – 15.6 პროცენტი მესამე ადგილი და 20.000 ლარი, ოთო ნემსაძე – 39.4 პროცენტი და ავტომობილი და თაკო გაჩეჩილაძე – 44.2 პროცენტი პირველი ადგილი და ბინა ავლაბარში.

“ერთი ერთშის” ოთხივე სეზონის გამარჯვებული ქალია. პირველი სეზონი ელენე კალანდაძემ მოიგო, მეორე სეზონი ნინო ძოწენიძემ, მესამე სეზონი სალომე ბაკურაძემ და მეოთხე სეზონი თაკო გაჩეჩილაძემ.