ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის უცნობი ლოცვა

11 ივლისი, 2015

1egziuperiეს ლოცვა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მაშინ დაწერა, როცა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი იდგა. ის ადამიანებს შეასხენებს ცხოვრებისეულ მთავარ ღირებულებებს და ღრმად წვდება სულსა და გონებას.

“უფალო, არ ვითხოვ სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ ვითხოვ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.

გამხადე დაკვირვებული და საზრიანი, რათა ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნება დაფუძნებული იყოს იმ აღმოჩენებსა და გამოცდილებაზე, რომლებიც მაღელვებს.

მასწავლე საკუთარი ცხოვრების დროის სწორად განაწილება. მომანიჭე ზუსტი ალღო, რათა განვასხვავო პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვანისგან.

გთხოვ, მომცე თავშეკავების ძალა, რომ ცხოვრების გზაზე კი არ წავბორძიკდე, არამედ ჭკვიანურად დავგეგმო დღე, რათა განვჭვრიტო მწვერვალები და სიშორეები და იშვიათად მაინც, მომეცეს ხელოვნებით ტკბობის საშუალება.

დამეხმარე, შევიგნო, რომ ოცნებები არ არის გამოსავალი – არც ოცნება წარსულზე, არც მომავალზე. დამეხმარე, ვიყო აქ და ახლა და მივიღო ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.

დამიფარე გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მუდამ კარგად იქნება.

გამინათე გონება და მიმახვედრე, რომ ნებისმიერი სირთულე, მარცხი, დაცემა და წარუმატებლობა ცხოვრების შემადგენელი ნაწილებია, რომელთა დახმარებითაც ჩვენ ვიზრდებით და ვჭკვიანდებით.

შემახსენე, რომ გული ხშირად კამათობს გონებასთან.

მომივლინე მნიშვნელოვან მომენტში ვინმე, რომელსაც ეყოფა ვაჟკაცობა მითხრას სიმართლე, მაგრამ მითხრას სიყვარულით.

ვიცი, რომ ბევრი პრობლემა მოგვარდება, ამიტომ მასწავლე მოთმინება.

შენ იცი, როგორ ძალიან გვჭირდება მეგობრობა. გამხადე ღირსი ბედის ეს ულამაზესი და უნაზესი საჩუქარი განვიცადო.

მომანიჭე მდიდარი ფანტაზია, რათა საჭირო მომენტში, საჭირო დროს და საჭირო ადგილას, მდუმარებით თუ საუბრით, ვაჩუქო ვინმეს სითბო.

მაქციე ადამიანად, რომელსაც შეუძლია მისწვდეს მათაც, ვინც ყველაზე „დაბლაა“.

დამიცავი ცხოვრებაში რამის გამოტოვების შიშისგან.

მომანიჭე ცხოვრებაში არა ის, რაც საკუთარი თავისთვის მსურს, არამედ ის, რაც აუცილებლად მჭირდება.

მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.”

გააზიარეთ

 
...