10 ოქროს წესი მშობლებისთვის

13 ივნისი, 2015

1wesiყველა მშობელს სურს მისი შვილი წარმატებული ადამიანი გახდეს, ამისთვის დედაც და მამაც არაფერს იშურებენ, ასწავლიან ძვირადღირებულ სკოლებში, დაყავთ კერძო რეპეტიტორებთან, აბარებინებენ ყველაზე ძვირადღირებულ უმაღლეს სასწალებლებში, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

იმისთვის, რომ თქვენი შვილით მთელი ცხოვრება იამაყოთ, მასთან განსაკუთრებული ურთიერთობაა საჭირო და ეს მისი დაბადების დღიდან უნდა დაიწყოთ.

ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, პედიატრი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იანუშ კორჩაკი, იგივე ჰენრიხ გოლდშმიტი მშობლებს სთავაზობს 10 ოქროს წესს, რომელსაც ის 10 მცნებას უწოდებს.

იანუშ კორჩაკი კიევის ბავშვთა თავშესაფრებში მუშაობდა, სადაც დაწერა წიგნი „როგორ უნდა გიყვარდეს ბავშვი“. მან ებრაელი ბავშვებისათვის „ობოლთა სახლი“ გახსნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე. გერმანელებმა ობოლთა სახლის დეპორტაციის შემდეგ, კორჩაკი თავის აღსაზრდელებთან ერთად ტრებლინკაში გააგზავნეს. მან უკანასკნელ მომენტში უარი განაცხადა თავისუფლებაზე და ბავშვებთან ერთად გაზის კამერებში სიკვდილი არჩია.

“არტინფო” გთავაზობთ იანუშ კორჩაკის 10 მცნებას, რომელსაც “10 მცნება მშობლებისთვის” უწოდა:

1. ნუ ელით, რომ თქვენი ბავშვი თქვენნაირი იქნება, ანდა ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ იყოს. დაეხმარეთ მას გახდეს ის, ვინც თავად უნდა.

2. ნუ მოითხოვთ შვილებისგან გადაგიხადონ ყველაფრისთვის, რაც მათთვის გააკეთეთ. თქვენ ხომ სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ გადაიხდიან ამ ვალს? ის სხვას მისცემს სიცოცხლეს, ის სხვა კი სხვას – ეს მადლიერების უწყვეტი კანონია.

3. თქვენს ჯავრს ბავშვებზე ნუ იყრით, რადგან სიბერეში ინანებთ ამას. რასაც ვთესთ, იმას ვიმკით.

4. მის პრობლემებს უყურადღებოდ ნუ მოეკიდებით. ცხოვრება ყველასთვის მძიმეა და შეიძლება მისთვის უფრო რთულიცაა, რადგან გამოცდილება არა აქვს.

5. ნუ დაამცირებთ!

6. ნუ დაივიწყებთ, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ მას, არავინ იცის, ვის შეხვდებით ამ ბავშვის სახით.

7. თავს ნუ იტანჯავთ იმაზე ფიქრით, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგეძლოთ მისთვის. გახსოვდეთ, თუ ყველაფერს არ გაუკეთებთ, ბავშვისთვის საკმარისი არასდროს იქნება.

8. თქვენი შვილი არ არის ტირანი, რომელმაც მთელი ცხოვრება წაგართვათ, ის არც უბრალოდ ხორცისა და სისხლის ნაყოფია. ესაა ძვირფასი ჭურჭელი, რომელიც გერგოთ, რათა მასში შემოქმედებითი ცეცხლი აანთოთ. იგი გზას უხსნის დედისა და მამის სიყვარულს, რომელიც უბრალოდ იმისკენ კი არ არის მიმართული რომ “შვილი” აღზარდოს, არამედ მის სულს მოუაროს და ასაზრდოოს.

9. ისწავლეთ როგორ შეიყვაროთ სხვისი შვილი. ნუ გაუკეთებთ უცხო ბავშვს იმას, რასაც თქვენ საკუთარს არ გაუკეთებდით.

10. გიყვარდეთ თქვენი შვილი, თუნდაც უნიჭო, უიღბლო ან მოზრდილი. გიხაროდეთ მასთან საუბარი, რადგან შვილი ეს დღესასწაულია, რომელიც ჯერ ისევ თქვენთანაა.

გააზიარეთ

 
...