3 ივნისი, 2015

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი თელავში გაიხსნება

1folk4 ივნისს თელავის სახელმწიფო თეატრში საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ,საქართველოს ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”, ,,რუსთავი”, ,,ერისიონი”, ,,ბასიანი”, ,,წინანდალი”, პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარიძე.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ხალხური სიმღერა და ცეკვა, საკრავიერი მუსიკა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორი.

ფესტივალი მოიცავს რეგიონულ-შესარჩევ (2015 წელი) და დასკვნით ტურებს (2016 წელი). ფესტივალის პირველი, შესარჩევი ტური ჩატარდება: კახეთი, თელავი – 5-7 ივნისი, სამეგრელო – ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 14-17 ივნისი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ამბროლაური – 30 ივნისი-2 ივლისი, სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე – 8-10 ივლისი, მცხეთა-მთიანეთი, დუშეთი – 13-15 ივლისი. ფესტივალის მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.

ფესტივალს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს.