8 ივნისი, 2015

რეზო ჩხეიძეს მემორიალური დაფა გაუხსნეს

1rezoქუთაისში რეჟისორ რეზო ჩხეიძის მემორიალური დაფა ხანანაშვილის ქუჩაზე სწორედ იმ სახლზე გაიხსნა, სადაც კინორეჟისორი მამასთან მწერალ დავით ჩხეიძესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მწერლობაში დია ჩიანელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის ნაწარმოებები.

მემორიალური დაფა ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა გახსნეს. რეჟისორის მშობლიურ სახლთან მისი ნათესავები და შემოქმედების თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ.

მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ კი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოეწყო რეზო ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა. წიგნს თან ახლავს ფილმ ,,ჯარისკაცის მამის” ფერადი ვერსიის კომპაქტ დისკი. წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება.

ამავე დღეს რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა და ფილმის პრეზენტაცია ჩატარდა.