3 ივნისი, 2015

მებო ნუცუბიძე უკრაინულ ვოისს გამოეთიშა

1meboუკრაინული ვოისის მეხუთე სეზონს ქართველი მომღერალი მებო ნუცუბიძე გამოეთიშა. მიუხედავად იმისა, რომ მებომ წარმატებით გაიარა ბრმა კასტინგი, რინგის და ნოკაუტის ტურები და მეოთხედფინალიც გადალახა, შოუს ფინალისტებს შორის ვეღარ აღმოჩნდა.

უკრაინულმა ვოისმა ოთხი ფინალისტი უკვე დაასახელა. მაყურებლებმა მებოს არასაკმარისი მესიჯები გაუგავნეს და ის სვიატოსლავ ვაკარჩუკის გუნდს მიღმა დარჩა.

მომღერალი ამბობს, რომ მისთვის მთავარი მუსიკის კეთება და მსმენელამდე მიტანაა. ქართველი მომღერლის პროექტიდან გავარდნას უკრაინელები აქტიურად გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ უკრაინამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. უდიდესი სიყვარულის დასტურად კი მებოს “ფეისბუქის” პირად გვერდზე უამრავი სამადლობელი და მადლიერებით აღსავსე სიტყვები დაუტოვეს.

ქართველმა მომღერალმა უკრაინაში ყოფნისას უამრავი გულშემატკივარი გაიჩინა და სხვადასხვა ქალაქებში კონცერტების ჩატარებაც მოასწრო.