22 ივნისი, 2015

თამარ გვერდწითელი მიმართვას ავრცელებს 

1tamaraქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

“ძვირფასო თანამემამულენო, დღეს ამ ძნელბედობის ჟამს მე ვიმყოფები ისრაელში. გუშინ იერუსალიმში მოვილოცე და მთავარი ლოცვა საქართველოს გადარჩენა და გაბრწყინებაა. იმედი მაქვს, რომ მალე შევხვდებით ერთმანეთს.მინდა მთელი გულით დავეხმარო, შევუმსუბუქო ეს მდგომარეობა დაზარალებულ ხალხს და ამას შევძლებ მხოლოდ ჩემი მუსიკის და ჩემი სიმღერის მეშვეობით. ძალიან გთხოვთ რომ ეს გახდეს შესაძლებელი. ჩვენი საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხები მთლიანად გადაირიცხება დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. იმედი მაქვს, რომ ამაში დამეხმარებიან ადამიანები ვისაც ეს ძალუძთ და სჯერათ ჩვენი გადადგმული ნაბიჯის. იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს, ჩვენს იმედს და საქართველოს. გაუმარჯოს მის შვილებს, ვინც სად იმყოფება. დღეს ყველა ვართ ჩვენს თბილისში, ჩვენს საყვარელ ქალაქში. ჩემს ქალაქში სადაც დავიბადე, გავიზარდე, რომელიც ყოველთვის ჩემს გულშია და მე შევეცდები, რომ ხმა არამარტო მოგაწვდინოთ არამედ თქვენთან ვიყო ამ დროს.”

მომღერალს საკუთარი საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის, ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი აქვს აგვისტოში, ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გამართვა საიდანაც შემოსული თანხებით დაეხმარება სტიქიისგან დაზარალებულ ადამიანებს.