10 ივნისი, 2015

თაკო გაჩეჩილაძე ლიდერია

takoმომღერალი თაკო გაჩეჩილაძე, რომელიც თბილისის ბიგ ბენდის სოლისტია, ისევ ლიდერია. მუსიკალური გარდასახვის შოუ “ერთი ერთშის” მეექვსე საკონკურსო ტურში მან უმაღლესი ქულები დაიმსახურა და 65 ქულით კინოტურის გამარჯვებული გახდა.

თაკომ რეჟისორ ლუკ ბესონის 1997 წლის ბოევიკიდან “მეხუთე ელემენტი” მისტიური დივა პლავალაგუნა განასახიერა და მან შეძლო როგორც დარბაზში მყოფი მაყურებლის, ასევე ტელემაყურებლისა და ჟიურის აღფრთოვანება.

ჟიურის წევრებს ისევ დაუბრუნდა სისი სამი, მეოთხე მიწვეული წევრი კი თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე იყო.

კინოტურში მაყურებელმა სხვადასხვა მსოფლიო კინოჰიტის საუნდტრეკი მოისმინა ქართველი მომღერლების შესრულებით. შოუს დასასრულს კი რვავე კონკურსანტმა ლოტოტრონთან გადაინაცვლა ახალი მომღერლების ასარჩევად.

ივანა მელაი ედიტ პიაფი იქნება, გიორგი მახარაშვილი – ფილიპ კირკოროვი, მარიტა როხვაძე – ჯესი ჯეი, თი ელი – პრინცი, ზურა მანჯავიძე – ოთარ რამიშვილი, ოთო ნემსაძე – მაიკ ბოლტონი, სოფო ბედია – ეთერ კაკულია, თაკო გაჩეჩილაძე კი – მაიკლ ჯექსონი.