29 ივნისი, 2015

პაოლო იაშვილის საბედისწერო გადაწყვეტილება

1ppaollo29 ივნისს ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და ესეისტის პაოლო იაშვილის დაბადების დღეა. მისი ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლე და ამავე დროს ტრაგიკული აღმოჩნდა.

პაოლომ ტიციან ტაბიძესთან, ვალერიან გაფრინდაშვილთან, კოლაუ ნადირაძესთან, ივანე ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად დააარსა “ცისფერი ყანწების” ორდენი. ის რედაქტორობდა ამავე სახელწოდების ალმანახსაც.

მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან პოეტი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საქმიანობებში. ქუთაისში მისი რედაქტორობით ორი ჟურნალი გამოიცა “ოქროს ვერძი” და “ცისფერი ყანწები”.

პაოლო იაშვილი აღმოჩნდა პირველი ქართველი მწერლებიდან, ვინც რეპრესიებმა შეიწირა. პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა. დატრიალებული ტრაგედიით აცრემლებულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: – ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო. საბჭოთა ხელისუფლებამ, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას სასამართლო მოუწყო. პაოლო მაშინ 42 წლის იყო. პოეტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკარძალეს.

თვითმკვლელობის წინ პაოლო იაშვილმა თავის ქალიშვილს მედეა იაშვილს წერილი დაუწერა:

“ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.

არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები.

შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა.”

1paolo

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...