10 მაისი, 2015

სუხიშვილები ქველმოქმედებისთვის იცეკვებენ

1suxishvilebiსუხიშვილები 70 წლის იუბილეს ფარგლებში ქველმოქმედებისთვის იცეკვებენ.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სპეციალური კონცერტი გაიმართება, რომელშიც ქართველ მოცეკვავეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანები ჯაბა ქარსელაძე და ელგა ფორჩხიძე, ასევე დათო არჩვაძე, ნონა ჯავახიძე, დავით სუმბაძე, ანსამბლი “თამარიონი” და ფრანგი შემსრულებლები.

17 მაისს გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საქართველოში მცხოვრებ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს.

პირველი საქველმოქმედო კონცერტი ამ ფორმატით საფრანგეთში 5 აპრილს ჩატარდა. დიდი ინტერესისა და წარმატების გამო, მისმა ორგანიზატორებმა კონცერტის გამეორება გადაწყვიტეს.