18 მაისი, 2015

სალომე ჭაჭუა საქართველოს ჩემპიონია

1salomeმოცეკვავე სალომე ჭაჭუა, რომელიც სრულიად საქართველომ “ცეკვავენ ვარსკვლავებით” გაიცნო თავის მეწყვილესთან მაქს რიჟკოვთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ჩემპიონატი სპორტცეკვების ეროვნულმა ფედერაციამ მოაწყო. XX მსოფლიო ღია რეიტინგული შეჯიბრის „კავკასიის თასი 2015“ ფარგლებში 3 დღის განმავლობაში მოეწყო 7 მსოფლიო ფედერაციის მიერ ლიცენზირებული საერთაშორისო ღია რეიტინგული შეჯიბრი, მათ შორის 2 უმნიშვნელოვანესი შეჯიბრი უფროსი ასაკის მოცეკვავეებს შორის. ამავე ღონისძიების ფარგლებში, ასევე ჩატარდა, საქართველოს 2015 წლის ეროვნული ჩემპიონატი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა უფროსი ასაკის ქვეჯგუფში 150-ზე მეტი საერთაშორისო კატეგორიის წყვილი 25 ქევყნიდან. შეჯიბრს ემსახურებოდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთა 25 კაციანი ბრიგადა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან.

ჩემპიონატის ორგანიზატორებმა პირველადგილოსნები მედლებით და ჩემპიონის თასით დააჯილდოვეს.