3 მაისი, 2015

რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

1rezo89 წლის ასაკში კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში მძიმედ იყო ავად და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

რეზო ჩხეიძე ცნობილი ქართველი მწერლის დავით ჩხეიძის შვილი იყო. მამამისი ფსევდონიმს იყენებდა და თავის ნაწარმოებებს დია ჩიანელით ბეჭდავდა.

კინორეჟისორმა მთელი თავისი სიცოცხლე ქართულ კინოს მიუძღვნა. “ჩვენი ეზო”, “ნერგები”, “ჯარისკაცის მამა,” “ღიმილის ბიჭები”, “მშობლიურო ჩემო მიწავ” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელიც კინორეჟისორმა გადაიღო. მის სავიზიტო ბარათად აღიარებულია “ჯარისკაცის მამა”, რომელსაც გადაღებიდან 50 წელი შეუსრულდა და მისი ნახევარსაუკუნოვანი იუბილე ფილმის ფერადი ვერსიის შექმნით აღინიშნა.

რეზო ჩხეიძის უკანასკნელი ფილმი აღმოჩნდა “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”. ასაკის მიუხედავად რეჟისორი ამბობდა, რომ ისევ სურდა გადასაღებ მოედანზე მუშაობა, ჰქონდა კიდეც მზა სცენარი სტალინზე და ფილმის გადაღებასაც აპირებდა.

ხელოვანს დიდი სიყვარულის ნიშნად კინოთეატრ “რუსთაველის” წინ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს, ხელოვნების სასახლის უკვდავთა თაღში კი მისი ხელის ანაბეჭდი გაიხსნა.