13 მაისი, 2015

ნინი ბადურაშვილმა შვილთან დუეტი ჩაწერა

1niniმომღერალმა ნინი ბადურაშვილმა თავისი რეპერტუარი ახალი დუეტით გაამდიდრა.

„ბრავო რექორდსში“ მან კიდევ ერთი ახალი სიმღერა ჩაწერა. სიმღერას, რომელიც მომღერლის 2 წლის შვილს ეძღვნება, სახელწოდებაც შესაბამისი აქვს „ელენეს“.

სტუდიურ ჩაწერებში მონაწილეობა პატარა ელენემაც მიიღო. მუსიკის ავტორები ეკა კახიანი და თავად ნინი ბადურაშვილი არიან, ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის, არანჟირებაზე კი ბორიკო შხიანი მუშაობს.

უახლოეს მომავალში ნინი ბადურაშვილი ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც აპირებს.