19 მაისი, 2015

მოზარდმაყურებელთა თეატრი უკრაინაში წავიდა

1sevilieliნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დასი უკრაინაში წავიდა.

რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის თოჯინური ოპერა „სევილიელი დალაქი“ წარმოდგენილი იქნება უკრაინის ორ ქალაქში ორ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.

მოზრდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი 19-23 მაისს ვინიცასა და პოლტავაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე „პადოლსკური თოჯინა“ და „გზამკვლევი ვარსკვლავი“ წარსდგება.

„სევილიელი დალაქი“ 2014 წელს ანკარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „პატარა ქალბატონები, პატარა ჯენტლმენები“ მონაწილეობდა.