25 მაისი, 2015

მებომ ,,ვოისის” 1/4 ფინალი მოიგო

1meboქართველი მომღერალი მებო ნუცუბიძე წარმატებით აგრძელებს უკრაინულ “ვოისში” მონაწილეობას.

მებომ პროექტის რინგის ნოკაუტის ტურები სრული უპირატესობით მოიგო და 1/4 ფინალში სრულიად დამსახურებულად გადავიდა.

პირველ ლაივ კონცერტზე ქართველმა მომღერალმა მწვრთნელის სვიატოსლავ ვაკარჩუკის გადაწყვეტილებით უკრაინული სიმღერა შეასრულა და დარბაზის და მწვრთნელების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

“ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო პირველი ლაივი, სადაც უკრაინულად ვიმღერე. საბედნიეროდ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. მადლობა გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის! წინ შემდეგი ეტაპია,” – განაცხადა მებო ნუცუბიძემ პროექტის დასრულების შემდეგ.