5 მაისი, 2015

ლიკა შუბითიძე: ,,ეს ჩემი შეცდომა იყო!’’

1lika“იქს ფაქტორის” მონაწილე მომღერალი ლიკა შუბითიძე 4 სკამის ტურიდან პროექტს გამოეთიშა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ფაქტმა საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია. ლიკამ პროექტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“როგორც უკვე ყველამ ნახეთ, მე გამოვეთიშე რუსთავი 2-ის “X Factor”-ის პროექტს. ამ პროექტზე კომენტარს საჭიროდ არ ჩავთვლიდი, რომ არა ის კითხვა, რომელიც არაერთ ჩემს მსმენელს გაუჩნდა და რომელზე პასუხის გაცემაც აუცილებლად მიმაჩნია.

რატომ აღმოვჩნდი ამ პროექტში? მითუმეტეს მაშინ, როდესაც არც ახალბედა მომღერალი ვარ და ჩემთვის ეს პერიოდი ისეთი იყო, წესით ამის დრო არც უნდა მქონოდა.

მე დავთანხმდი რუსთავი 2-ის შემოთავაზებას, მონაწილეობა მიმეღო საქართველოს ”X Factor”-ში, რომლისთვისაც, პროექტის წარმომადგენლების თქმით, რეიტინგისა და პოპულარულობის ასამაღლებლად, მეტად სასარგებლო იქნებოდა ჩემი მონაწილეობა.

შესაძლოა, ეს თანხმობა ჩემი შეცდომა იყო. თუმცა, ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, რომ შეერთებულ შტატებში მიღებული გამოცდილება მიმეტანა ფართო მსმენელამდე, რის საშუალებაც, სამწუხაროდ, არ მომეცა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, უდიდესი სტიმული და მხარდაჭერა მივიღე ჩემი მსმენელებისაგან, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას სათითაოდ.
მე დაგიბრუნებთ იმ სიყვარულს, რაც თქვენგან მივიღე!”