9 მაისი, 2015

იოანე არაბული საქართველოდან მიდის

1ioaneმომღერალი იოანე არაბული, რომელიც ფართო საზოგადოებამ “ახალი ხმით” გაიცნო, შემდეგ კი გარდასახვის კონკურსში “ერთი ერთშიც” მიიღო მონაწილეობა, საქართველოდან მიდის.

გამოსამშვიდობებელ კონცერტს მომღერალი და მისი ბენდი ქიაჩელის ქუჩაზე ‪#‎BarOn-ში გამართავს.
ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა თავად გაავრცელა:

“მოკლედ, დღეს ღამე მივემგზავრებით ვილნიუსში 10 დღიან ინტერნაციონალურ ფესტივალზე. მცირე შემადგენლობით, ახალი ტრეკებით და ბევრი პოზიტივებით.

დამშვიდობება ვისაც გინდათ, 9 საათიდან ვუკრავთ ‪‪#‎BarOn-ში ქიაჩელზე!”