27 მაისი, 2015

ზუგდიდის თეატრს ახალი მმართველი ჰყავს

1zugdidiერთთვიანი მოლოდინის შემდეგ, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრს ახალი მმართველი ჰყავს. ინფორმაცია ზუგდიდის თეატრმა თავად გაავრცელა.

ზურაბ ეგუტიამ თეატრში პირველი სამუშაო შეხვედრა დასის წევრებთან და თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართა.

თეატრის ახალი დირექტორი ალექსანდრე-საშა ეგუტიას შვილია, რომელიც ზუგდიდის თეატრს 1956-86 წლებში ხელმძღვანელობდა.

ზურაბ ეგუტიას კანდიდატურა დასთან შეთანხმებით შეირჩა. თეატრის მმართველის თანამდებობა თვეზე მეტ ხანს იყო ვაკანტური. თეატრის ყოფილმა მმართველმა მაია კალანდიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 3 აპრილს დაწერა, რომელიც კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ 21 აპრილს დააკმაყოფილა.