11 მაისი, 2015

დუტა სხირტლაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვენ

1dutaმსახიობ დუტა სხირტლაძეს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. ჟურნალისტი თინა თაყაძე მსახიობისგან მოითხოვს გორელ ხალხს ბოდიში მოუხადოს:

“ბატონ დუტა სხირტლაძეს ვურჩევ, ბოდიში მოუხადოს გორელებს!

გუშინ გადაცემა „იმედის კვირაში” მან ისაუბრა გორელების სტალინისადმი დამოკიდებულებაზე. და აღნიშნა, რომ სტალინი მხოლოდ იმიტომ უყვართ, რომ ის უბრალოდ გორელი იყო და სხვა მის შესახებ არავინ არაფერი არ იცის… მან ამ თავისი სიტყვებით, გორის და შიდა ქართლის მოსახლეობას უვიცობა დააბრალა.

ეს მისი სიტყვებია: „ყველას უყვარს სტალინი, რომ ეკითხები, რა გააკეთა საქართველოსთვის, ვერავინ ვერ გპასუხობს, მაგრამ, იმიტომ, რომ გორელი იყო, უყვართ, თორემ ისტორიულად რა ადამიანი იყო, რა პიროვნება იყო, გერმანიას მოუგო, ჩერჩილი ვინ არის, რუზველტი ვინ არის, რაის თეირანი, რაის 43 წელი, საერთოდ არავინ არაფერი არ იცის.”

შემდეგ კი, ჰყვება იმას, თუ როგორ გაიყვანა გოგონამ გვერდით და უთხრა, სტალინს რომ არ ჰგავხარ, კარგიაო. აქვე ამბობს, რომ გოგონას იმიტომ ეშინოდა ამის თქმა, რომ შესაძლოა, მას სახლი დაუწვან:

სხირტლაძე: ერთ-ერთმა მითხრა, რომ კარგია, რომ არ ჰგავხარო. ანუ მას შინაგანად არ უყვარს სტალინი, მაგრამ ვერ ამხელს, იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაცამ სახლი, კომუნისტური პარტიის ლიდერებმა ან ვიღაცეებმა სტალინელებმა დაუწვან სახლი,” – განაცხადა დუტა სხირტლაძემ „იმედის კვირის” ეთერში.

ბატონო დუტა! გირჩევთ, ბოდიში მოიხადოთ, ამას მთელი გულით გეუბნებით, მე, როგორც ქართველი და გორელი, შეურაცხყოფილი ვარ თქვენი ამ განცხადებით და არა მარტო მე!”