15 მაისი, 2015

ბი ბი კინგი გარდაიცვალა

1bibi-kingi90 წლის ასაკში ბლუზის მეფე ბი ბი კინგი გარდაიცვალა. ლეგენდარული მუსიკოსი და გიტარისტი ბოლო პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა, რის გამოც რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოხვდა.

ბოლოს მუსიკოსი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში რამდენიმე კვირის წინ გადაიყვანეს. მისი ნათესავების განცხადებით, ბლუზის ლეგენდამ უარი განაცხადა საკვების მიღებაზე, ხოლო როცა უჭმელობისგან დასუსტდა, მედიკამენტებზეც უარი თქვა. ოჯახის წევრები იძულებულები გახდნენ პოლიცია გამოეძახათ და მისი თანხლებით გადაეყვანათ მუსიკოსი საავადმყოფოში.

როგორც ექიმებმა განაცხადეს, ბი ბი კინგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დიაბეტის გამწვავებამ გამოიწვია, რომელიც მუსიკოსს 20 წლის განმავლობაში აწუხებდა. მედიკოსებმა მასთან ყველას შესვლა აკრძალეს და მკურნალობის შედეგად მისი გადარჩენა შეძლეს, თუმცა მოგვიანებით ლეგენდარულ მუსიკოსს ავადმყოფობამ თავი ისევ შეასხსენა.

უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ბი ბი კინგი საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა. სხვა გარემოებები მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.