15 მაისი, 2015

,,კარიბის ზღვის მეკობრეების’’ გადაღებები ჩაიშალა

1joniმსოფლიოში გახმაურებული ფილმის “კარიბის ზღვის მეკობრეების” მეხუთე ნაწილის გადაღებები ჩაიშალა. ავსტრალიაში, სადაც ფილმის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, ყველანაირი სამუშაოები შეჩერებულია. ამის მიზეზი ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ჯონი დეპი გახდა.

ჰოლივუდის მსახიობმა გადაწყვეტილება მიიღო, ავსტრალია დატოვოს. მისმა და ავსტრალიის სოფლის მეურნეობის მინისტრის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. საქმე ეხება ჯონი დეპის მიერ კანონის დარღვევას და ქვეყნის ტერიტორიაზე თავისი ძაღლების შეყვანას, რასაც სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეარიგება მოყვა.

ავსტრალიის სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, მათი ქვეყნის კანონის დარღვევის უფლება არავის აქვს, მათ შორის არც მსოფლიოს ულამაზეს მამაკაცს. მინისტრის განცხადებას მხარი ადგილობრივმა მოსახლეობამაც დაუჭირა და ჰოლივუდის ვარსკვლავი დამნაშავედ სცნო.

ავსტრალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯონი დეპს ამ საკითხის მოსაგვარებლად 50 საათიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ძაღლების დაძინებით დაიმუქრა. ჯონი დეპი იძულებული გახდა ავსტრალია დაეტოვებინა. ის მეუღლესთან და თავის ორ ძაღლთან ერთად ამერიკაში კუთვნილი თვითმფრინავით უკვე გაფრინდა. როდის დაბრუნდება ავსტრალიაში ჯონი დეპი, ჯერჯერობით უცნობია.