30 აპრილი, 2015

თამრიკო ჭოხონელიძე ქველმოქმედებისთვის იმღერებს

1choxoმომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ქველმოქმედებისთვის იმღერებს. 30 აპრილს გორში, კულტურის სახლში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი ადუაშვილების ოჯახის დასახმარებლად.

კონცერტის ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი “იმედით გამოწვდილი ხელები”.

თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად გორში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგებიან ნოდიკო ტატიშვილი, მიშა სულუხია, თეატრალურის კვარტეტი, მიშა ზაქარიაშვილი, ოთიკო ანდრიაძე, მადონა შველიძე, თამარ მაყაშვილი და მაგდა ბეჟანიშვილი.

კონცერტი კორის კულტურის სახლში 18 საათზე დაიწყება.