22 აპრილი, 2015

ევგენი მიქელაძის ორკესტრს პრობლემები შეექმნა

1evgeniევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს პრობლემები შეექმნა. მუსიკოსები ვერ ახერხებენ ჩაატარონ ორკესტრის 90 წლის იუბილე. ინფორმაციას ახალგაზრდა ალტისტი გიორგი ცაგარელი ავრცელებს:

“იცით რა მაინტერესებს?! ნუთუ ევგენი მიქელაძის (სახელმწიფო ორკესტრის ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანლი და დირიჟორი, ვინც 37 წელს წამებით მოკლეს) სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელმაც 2013 წელს შეცვალა დამახინჯებული საბჭოთა მართვის სისტემა (სამხატვრო ხელმძღვანელს მთავრობა ნიშნავდა) დასავლურისკენ (სამხატვრო ხელმძღვანელს ორკესტრის ბორდი ირჩევს 4 წლით და ერთადერთი კოლექტივია საქართველოში მსგავსი ევროპული მართვით), ორკესტრი რიმელმაც ერთი თვის განმავლობაში 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში 2300 კაციან ფილარმონიის დარბაზში ხალხის თხოვნით 5 ერთი და იგივე კონცერტი ჩაატარა (უპრეცენდენტო შემთხვევაა) და ეხლა კიდევ ორჯერ იმეორებს, ასევე მხოლოდ კლასიკური რეპერტუარით სეზონში დაახლოებით 40 კონცერტს ატარებს და რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ნიკოლოზ (უცნობი შოთას-ძე) მემანიშვილი-რაჭველი და რომლის სამხატვრო საბჭოშიც შედიან გია ყანჩელი, სოსო ბარდანაშვილი, პაატა ბურჭულაძე, შალვა მოსიძე და ლექსო თორაძე, არ იმსახურებს იმას, რომ ორკესტრმა თავის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფესტივალი ჩაატაროს???

ნუთუ სალაპარაკო უნდა იყოს ის, რომ უკვე მეორე წელია ორკესტრს არც სარეპეტიციო და მითუმეტეს არც საკონცერტო სივრცე არ გააჩნია და ხან სად არიან მიკედლებულნი და ხან სად?! 2 მაისიდან ივნისის ბოლომდე უნდა გაიმართოს ეს ფესტივალი სადაც უამრავი ქართველი, უცხოეთში მცხოვრები ქართველი და უცხოელი სოლისტები და დირიჟორები მონაწილეობენ. მათ შორის ყველასათვის საყვარელი და საამაყო ლიზა ბათიაშვილი…მაგრამ სად???”