მუსიკისა და დრამის თეატრი ევროპული თეატრების გაერთიანებაშია

2 აპრილი, 2015

1doiვასო აბაშიძის საცელობის მუსიკისა და დრამის თეატრი ახალი ევროპული თეატრების ასოციაცია “ნეტაში” გაწევრიანდა. საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობისთვის თეატრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საიმიჯო კლიპი გადაიღო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილია.

კლიპის პრეზენტაცია მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართა. თეატრის ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის განცხადებით, ახალი ევროპული თეატრების გაერთიანებაში გაწევრიანება ნიშნავს უამრავ პერსპექტივას მუსიკისა და დრამის თეატრისთვის. პირველ რიგში, მოხდება ინტეგრაცია ევროპულ თეატრთან, დასი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ვორქშოფებში, იქნება მეტი დაფინანსება, განხორციელდება კოპროდუქციები და დაიგეგმება გასტროლები.

”არტინფო” გთავაზობთ მუსიკისა და დრამის თეატრის საიმიჯო კლიპს.

გააზიარეთ

 
...