4 მარტი, 2015

ჯავა ჯაზ-ფესტივალზე ქართველები მიიწვიეს

iriao6ქართული ეთნო ჯაზ ჯგუფი „ირიაო“, რომელსაც დავით მალაზონია ხელმძღვანელობს, ჯაკარტაში, მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ფესტივალში – ჯავა ჯაზ-ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

წელს ფესტივალის საიბილეო წელია და მასში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან ბობი მაკფერინი, კრის ბოტი, ჩაკა ხანი, რიშარ ბონა, აბრედ მელდო, ჯესი ჯეი და ა.შ.

ჯავა ჯაზ-ფესტივალზე გაემგზავრება ჯგუფი „ირიაოც“, რომელიც გააცნობს ქართულ მუსიკალურ პოტენციალს უცხოელ მსმენელს. ფესტივალი ჯგუფს სამომავლო საქმიანი კონტაქტების დამყარებაშიც დაეხმარება.

ჯაკარტაში ჯავა-ფესტივალი 6, 7 და 8 მარტს გაიმართება. ქართველი მუსიკოსები ინდონეზიაში კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაემგზავრებიან.