12 მარტი, 2015

პიკასოს ფიროსმანი ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

p2 15 მარტს ხელოვნების სასახლეში ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის პაბლო რუის ი პიკასოს მიერ 1972 წელს შექმნილი ფიროსმანის უნიკალური გრაფიკული პორტრეტი გამოიფინება.

მასთან ერთად ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მირზაანში მდებარე ნიკო ფიროსმანიშვილის სახლმუზეუმში დაცული ფიროსმანის 15 ორიგინალი. მირზაანის აღნიშნული კოლექცია, თბილისში 1978 წლის შემდეგ პირველად იფინება.

ხელოვნების სასახლეში ასევე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ფიროსმანის პერსონალური გამოფენების აფიშები.