4 მარტი, 2015

,,ორი ვარსკვლავი” მირიან ჯეჯელავამ და ნინი ცნობილაძემ დატოვეს

ori2მუსიკალური პროექტი “ორი ვარსკვლავი” კიდევ ერთმა წყვილმა დატოვა. მაყურებლის და ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველაზე ნაკლები ქულები ნინი ცნობილაძის და მირიან ჯეჯელავას წყვილმა დააგროვა. მათთან ერთად პროექტის დატოვების კანდიდატი იყო მაგდა ვასაძის და პეჩოს წყვილი.

ჟიური და დარბაზი ვეტოს გამოყენებას ითხოვდა. შედეგები გააპროტესტა ჟიურის მეოთხე მიწვეულმა წევრმა რეზი არველაძემაც. პროექტის პროდიუსერების განმარტებით, ამ შოუს არანაირი ვეტო არ აქვს, ამიტომაც ორი უძლიერესი წყვილი ერთმანეთს დაუპირისპირდა და ესემეს კონკურსი მაგდას და პეჩოს გამარჯვებით დასრულდა.

“ორი ვარსკვლავის” მეორე სეზონის მორიგ საკონკურსო ტურში მსმენელის წინაშე დარჩენილი 9 წყვილი წარსდგება, მომავალ სამშაბათს კი მათგან პროექტს კიდევ ერთი წყვილი დატოვებს.