14 მარტი, 2015

ნანა ჯორჯაძე დააჯილდოვეს

nanaj2ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე სოფიას კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს. ინფორმაცია ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა.

ფესტივალის ფარგლებში გამართული ქართული კინოს რეტროსპექტივაზე 14 ფილმის ჩვენება მოეწყო. დახურვის ცერემონია, რომელსაც 1500 სტუმარი ესწრებოდა, მუსიკალურად გააფორმა ქართულმა ჯგუფმა “ასეა სულ”.

წელს სოფიას მე-19-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ქართველებით აქტიურად იყო დახუნძლული. ფესტივალში მონაწილეობდა ნუცა ალექსი მესხიშვილის ფილმი “კრედიტის ლიმიტი”, რომელშიც მთავარ როლს ნინო კასრაძე ასრულებს.

სოფიას კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი კი ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი იყო. შარშან ლევანის ფილმმა “შემთხვევითი პაემნები” სოფიას კინოფესტივალზე სამი პრიზი მოიპოვა: გრან-პრი, პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის და კინორიტიკოსთა ასოციაციის პრიზი “ფიპრესი”.

სტეფან კიტანოვი, ფესტივალის დირექტორი: “შემთხევითი პაემნების” შარშანდელმა ტრიუმფმაც განაპირობა ის, რომ წელს, სოფიას კინოფესტივალზე ქართული კინოს სპეციალური რეტროსპექტივა მოეწყო, სადაც ნაჩვენები იქნა კინოკლასიკა და თანამედროვე ფილმებიც.”