2 მარტი, 2015

მიშა მესხი: ”გინესის რეკორდებში შევედი”

misha7მსახიობი მიშა მესხი და მისი ოსკარზე ვიზიტი ალბათ კიდევ კარგა ხანს იქნება განსჯის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ნაკაშიძემ უკვე გააკეთა განმარტებები და ახსნა დოლბის კინოთეატრში მიშა მესხის ჩაძინების რეალური მიზეზი, საზოგადოების ნაწილისთვის ეს დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.

მიშა მესხს ამ თემაზე საუბარი არ ეუხერხულება და ახცადებს, რომ ოსკარზე ძალიან ტკბილად და გემრიელად ეძინა და ამას მისთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია:

“გინესების რეკორდში მაინც შევედი. ოსკარზე მეძინა ძაან მაგრად, იმენა ძაან მაგრად, ტკბილად, გემრიელად, ჩატკბუნებული ვიყავი. დავლიე თავიდან ერთი ჭიქა მოჰიტო, სანამ ნომინაციას გამოაცხადებდნენ, მერე რომ ავცდით და აღარ გამოვიდა, მერე მივაყოლე და მივაყოლე და აღარ მახსოვს რამდენი დავლიე,” – განუცხადა მსახიობმა “იმედის” ჟურნალისტს.