8 მარტი, 2015

ირმა გიგანმა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა

irma8ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა კიდევ ერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. მან დანიის საერთაშორისო პიანისტთა კონკურსზე გაიმარჯვა. ქართველი პიანისტი ლაურეატი გახდა. ირმამ კონკურსზე რევაზ ლაღიძის, ნილსენის, მენდელსონის, ჰაიდნის და შოპენის ნაწარმოებები შეასრულა.

მასთან ერთად კონკურსში კიდევ ერთი ქართველი პიანისტი თამთა მაღრაძე მონაწილეობდა, რომელმაც ნილსენის, რახმანინოვის, ლისტის, შუმანის და რაველის ნაწარმოებები დაუკრა.

ირმა გიგანის საკონკურსო კატეგორიაში სულ 20 პიანისტი მონაწილეობდა საქართველოდან, იტალიიდან, ტაივანიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დანიიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ავსტრიიდან, რუსეთიდან და ლიტვიდან.

საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, დასახელდა 4 ფინალისტი ალბერტო ფერაო იტალიდან, ირმა გიგანი საქართველოდან, მენ ხენ კიმი სამხრეთ კორეიდან და ფილიპ შოუხერი ავსტრიიდან.

კონკურსის გამარჯვებულები სიგელებთან ერთად ფულად პრემიებსაც მიიღებენ. პირველ ადგილზე გასულს 8.000 ევრო გადაეცემა, მეორე ადიგლზე გასულს – 5.000 ევრო, მესამე ადგილზე გასულს – 3.000 ევრო და მეოთხე ადგილზე გასულს კი – 1.000 ევრო.