20 მარტი, 2015

ევგენი კისინი თბილისში ჩამოდის

kisini7მსოფლიოში ცნობილი ლეგენდარული პიანისტი ეგვენი კისინი საქართველოში პირველად ჩამოდის. მისი კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზშია დაგეგმილი.

ეგვენი კისინმა ერთი წლის ასაკში სმენით სიმღერა დაიწყო, ფორტეპიანოზე დაკვრა კი ორი წლიდან. 10 წლის ასაკში პიანისტმა ორკესტრთან ერთად დაუკრა და მოცარტის მე-20 საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. უცხოეთში ჩატარებულმა კონცერტებმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პიანისტი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.

პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად კონცერტს თბილისში 30 მარტს გამართავს.