22 მარტი, 2015

წარმატებული ცხოვრების უმთავრესი წესები

war89ადამიანები წარმატებულ, მშვიდ და სიყვარულის აღსავსე ცხოვრებაზე ოცნებობენ. იმისთვის, რომ თითოეულ პიროვნებას ცხოვრება სიამოვნებად ექცეს და არა დაუსრულებელ ტანჯვად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.

მათ შორის დასახელდა ცხოვრების 8 უმთავრესი წესი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს პრობლემებს აარიდებს თავიდან და ცხოვრებას ლამაზ ზღაპრად უქცევს.

1. დაიწყეთ მცირედით – ეს ნორმალურია. ნუ დაივიწყებთ, ფიალა გამუდმებით ივსება, თანაც წვეთ-წვეთობით. გახსოვდეთ, ყველა ოსტატი ოდესღაც მოყვარული იყო. ყველა იწყებს მცირედით, ამიტომ მცირედი არასდროს იუკადრისოთ. თუ მომთმენი ხართ, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. არავის შეუძლია მიაღწიოს არნახულ წარმატებას ერთ დღეში: წარმატება მიდის მხოლოდ იმასთან, ვისაც აქვს მოთმენის ნებისყოფა და თავდაუზოგავი შრომის უნარი მანამ, სანამ ფიალა არ აივსება.

2. ჩვენი აზროვნება – ეს ყველაფერია. აზრები მატერიალურია. ნებისმიერი ადამიანი ყალიბდება ისეთად, რაზეც ფიქრობს. თუ ადამიანი ფიქრობს სისულელეებზე, მას მუდმივად თან სდევს ტკივილი. თუ ადამიანი ფიქრობს და მოქმედებს წრფელი გულით და აზრებით, მისი თანმდევია ბედნიერება, რომელიც როგორც ჩრდილი, არასდროს მიატოვებს. სწორად რომ იცხოვროთ, საჭიროა ტვინი მოამარაგოთ მხოლოდ სწორი და დადებითი აზრებით. სწორი აზროვნება მოგცემთ ყველაფერს, რასაც ისურვებთ. მცდარი აზროვნება აგავსებთ ბოროტებით, რომელიც ერთხელაც გაგანადგურებთ.

3. პატიება – ეს უდიდესი ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მოთოკო შენი განრისხება იგივეა, რაც ნაკვერჩხლის ხელით აღება და ვინმესთვის სროლა, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ის ნაკვერჩხალი მაინც თქვენ დაგწვავთ. თუკი ვინმეს რამეს აპატიებთ, ამით სიკეთეს პირველ რიგში საკუთარ თავს გაუკეთებთ, ამიტომაც ისწავლეთ პატიება, თანაც ისწავლეთ სწრაფად პატიება.

4. თქვენს ქმედებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდეთ, უნდა იმოქმედოთ. სწრაფად განვითარებისთვის საჭიროა ყოველდღიური მოქმედება. ბრძენკაცს უთქვამს, “ღმერთი ყველა ჩიტს აძლევს საკვებს, მაგრამ არ უყრის მათ ბუდეში,” რაც იმის მანიშნებელია, რომ თითოეულ ადამიანს ამ ცხოვრებაში თავისი მისია აქვს და ეს მისია ქმედებით უნდა შეასრულოს.

5. ისწავლეთ გაგება. სამწუხაროდ, ადამიანები გადაეჩვივნენ სიმართლისთვის ბრძოლას, უმეტესობა დღეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის. პირველ რიგში ეცადეთ გაუგოთ სხვას და მხოლოდ შემდეგ შეეცადეთ, რომ გაგიგონ თქვენ. სხვისი გაგება ადვილი არ არის, მაგრამ თუკი მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ. ისწავლეთ მათი მოსმენა, გაიგეთ მთავარი სათქმელი და ამით სიმშვიდეს მოიპოვებთ. უფრო მეტად იფიქრეთ იმაზე, რომ იყოთ ბედნიერი, ვიდრე იყოთ მართალი.

6. საკუთარ თავზე გამარჯვება. უმჯობესია გაიმარჯვოთ საკუთთარ თავზე, ვიდრე მოიგოთ ათასობით შეჯიბრი. თქვენთვის მის წარმთევას ვერ შეძლებენ ვერც ანგელოზები და ვერც ეშმაკები. თუ გსურთ გაიმარჯვოთ საკუთარ თავზე, პირველ რიგში უნდა გაიმარჯვოთ საკუთარ გონებაზე. ისწავლეთ საკუთარი აზრების გაკონტროლება. არ დაუშვათ მათი აბობოქრება. შეიძლება იფიქროთ, რომ არ შეგიძლიათ აზრების გაკონტროლება, რადგან ისინი თავისით იბადებიან, მაგრამ ამ დროს არ დაგავიწყდეთ ასეთი გამოთქმა, რომ არავის შეუძლია ჩიტს აუკრძალოს თავზე გადაფრენა, მაგრამ სამაგიეროდ შეუძლია ხელი შეუშალოს საკუთარ თავზე ბუდის აშენებაში.

7. იცხოვრეთ ჰარმონიაში. ჰარმონია შიგნიდან მოდის. ნუ ეძებთ შემაფერხებელ მიზეზებს, პირიქით, მაქსიმალურად ეცადეთ საკუთარ თავს შეუქმნათ კომფორტი და იყოთ ჰარმონიაში. ჰარმონია ეს არ არის ახალი სამახური, ახალი მანქანა ან თუნდაც ახალი ქორწინება, ჰარმონია ეს არის მთელი სამყარო თქვენს სულში და ის სწორედ თქვენგან იწყება.

8. იყავით მადლიერები. თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყოვლთვის მოიძებნება ისეთი რამ, რის გამოც მადლიერება უნდა გამოხატოს. ნუ იქნებით პესიმისტი, გახსოვდეთ ის მომენტები, რის გამოც ღირს მადლიერების გამოხატვა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ იყოთ მადლიერი თუნდაც ყოველი ახალი გათენებული დღის გამო. მადლიერი გული თქვენ არაჩვეულებრივ ადამიანად გაქცევთ.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...