როგორ გავუმკლავდეთ განსაცდელს მარტივად?

15 მარტი, 2015

sirtule2ცხოვრება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ პრობლემები უფრო მეტია, ვიდრე სასიამოვნო სიახლეები. იგავი, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევასა და მათ სწორად გაანალიზებაში დაგეხმარებათ.

“ერთხელ მამასთან მივიდა შვილი, ახალგაზრდა ქალი და სევდიანად უთხრა:

– მამა, ყველაფრისგან ისე დავიღალე, გამუდმებით პრობლემები მაქვს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. უკვე ძალა აღარ შემწევს გავუძლო. როგორ გავუმკლავდე ამ ყველაფერს?

მამამ უპასუხა:

– მოდი, გაჩვენებ.

მამამ ქურაზე სამი წყლიანი ქვაბი დადგა, მოიტანა სტაფილო, კვერცხი და ყავა. სტაფილო პირველ ქვაბში მოათავსა, კვერცხი – მეორე ქვაბში, ხოლო ყავა მესამე ქვაბში ჩაყარა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამორთო ქურა და შვილს ჰკითხა:

– აბა, მითხარი, რა დაემართა თითოეულ მათგანს?

– სტაფილო და კვერცხი მოიხარშა, ყავა კი ადუღდა.

– მართალია, – უპასუხა მამამ, – მაგრამ თუ ჩვენ ამ მოვლენებს უფრო ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ სტაფილო, რომელიც მოხარშვამდე მაგარი იყო, დარბილდა. კვერცხი, რომელიც მოხარშვამდე იყო თხევადი და რბილი, გამაგრდა. სტაფილოც და კვერცხიც გარეგნულად ისევ ისეთები დარჩნენ, მაგრამ დუღილის გამო შინაგანად შეიცვალნენ. ასე ხდება ადამიანებშიც – შინაგანად ძლიერები განსაცდელის დროს შეიძლება სუსტები გახდნენ, ხოლო სუსტი ადამიანები პირიქით, გაძლიერდნენ და მტკიცედ დაუდგნენ ნებისმიერ განსაცდელს.

– და ყავა? – იკითხა შვილმა.

– ამ შემთხვევაში ყავა ყველაზე საინტერესოა. ყავა მთლიანად გაიხსნა წყალში და ის არომატულ სასმელად აქცია. არიან ადამიანები, რომლებსაც ვერანაირად ვერ ცვლიან ცხოვრებისეული ქარტეხილები, ამიტომაც ისინი თავად ცვლიან ცხოვრებას და მისგან იღებენ სრულიად ახალს, რაც მათ მხოლოდ და მხოლოდ სარგებელს აძლევს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენს. ვინ სურს გახდეს ადამიანს რთულ სიტუაციაში, აი, ეს უკვე მისი არჩევანია.”

გააზიარეთ

 
...