,,ორი ვარსკვლავი’’ მარიკო ებრალიძემ და როლანდ ოქროპირიძემ დატოვეს

11 მარტი, 2015

ori7მუსიკალური შოუ “ორი ვარსკვლავი” კიდევ ერთმა წყვილმა დატოვა. მეხუთე საკონკურსო ტურში, რომელიც კინომუსიკას დაეთმო, ყველაზე ნაკლები ქულები მარიკო ებრალიძის და როლანდ ოქროპირიძის წყვილმა დააგროვა.

მათთან ერთად აუთსაიდერთა რიგებში აღმოჩნდა მერაბ სანოძის და ეკა დოლიძის წყვილიც, თუმცა მაყურებელმა ისინი გადაარჩინა და პროექტს მარიკო და როლანდი გამოთიშა.

ჟიურის მეოთხე მიწვეული სტუმარი კინომსახობთა თეატრის მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ქულები ობიექტურად დაიწერა და საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მაყურებელმა მიიღო. კინომუსიკის ტურით კმაყოფილები დარჩნენ ჟიურის დანარჩენი წევრებიც.

მომავალ სამშაბათს ”ორი ვარსკვლავის” ფინალში მოსახვედრად 8 წყვილი იბრძოლებს.

გააზიარეთ

 
...