,,ახალი რიგის თეატრი’’ თბილისშია

30 მარტი, 2015

1riga“ახალი რიგის თეატრი” თბილისში ჩამოვიდა და პირველ აპრილს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს.

თბილისს პირველად ეწვია ცნობილი ლატვიელი რეჟისორი, მსახიობი, პროდუსერი და სცენოგრაფი ალვის ჰერმანისი სპექტაკლით „ხანგრძლივი ცხოვრება“. ეს არის საქველმოქმედო წარმოდგენა და ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“.

ალვის ჰერმანისმა სპექტაკლი დადგა „ახალი რიგის თეატრში“, რომელიც თავად დაარსა 1992 წელს, ხოლო 1997 წელს იგი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ჰერმანისის დადგმის სტილი „პოსტდრამატული თეატრთან“ ასოცირდება. იგი ევროპაში აღიარებული რეჟისორია, რომელსაც ინტენსიურად იწვევენ სპექტაკლების დასადგამად, ხოლო „ახალი რიგის თეატრი“ მსოფლიო წამყვანი თეატრალური ფესტივალების ხშირი სტუმარია.

საქველმოქმედო პროექტი ხორციელდება ლატვიის საელჩოსა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ლატვიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ხოლო პროექტის მხარდამჭერია „ხელოვნებისა და კულტურათაშორისო დიალოგის საერთაშორისო ფონდი“.

გააზიარეთ

 
...