21 მარტი, 2015

გახსოვდეთ, მშობლებო!

msh8ნებისმიერი მშობლისთვის საკუთარი შვილი ყველაზე საყვარელი, განსაკუთრებული და უნიკალურია. ხანდახან მშობლები მათ აღზრდაში შეცდომებს უშვებენ, რომლებსაც მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში ნანობენ.

იმისთვის, რომ სანანებელი არაფერი გაგიხდეთ, “არტინფო” გთავაზობთ იგავს, რომელიც ყველა მშობელს დააფიქრებს და მსგავსი შეცდომისგან შეძლებისდაგვარად დაიცავს:

“იყო მშობელი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა თავისი შვილები და ძალიან ეშინოდა, რომ მათ რამე შეემთხვეოდათ, ამიტომ ის ყოველთვის აკონტროლებდა მათ ყველა ნაბიჯს, თან გამუდმებით უთითებდა, როგორ უნდა ეცხოვრათ. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ მის შვილებს არანაირი სირთულეები და პრობლემები არ შეხვედროდათ ცხოვრებაში.

მიუხედავად ამისა, გაიზარდნენ მისი შვილები და არ გახდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც მშობელს სურდა.

გაწბილებულმა მშობელმა სიმწრისგან დაიყვირა:

– ცხოვრებავ, რატომ მოხდა ასე?

ცხოვრებამ კი მას უპასუხა:

– იმიტომ, რომ შენ არც ერთხელ არ მომეცი შანსი შენი შვილები გამომეცადა!”