19 თებერვალი, 2015

20 სიმღერა, რომელიც გულისცემას აგიჩქარებთ

MUSIC-HEART345იშვიათია ადამიანი, ვისაც მუსიკა არ უყვარს. ცნობილია, რომ მუსიკა თითოეული ჩვენთაგანის განწყობაზე დიდ როლს თამაშობს. მას შეუძლია მთელი დღის განმავლობაში ამაღლებული განწყობა შეგვიქმნათ, ან პირიქით, მთელი დღე მოწყენილებმა და სევდიანებმა ვიაროთ.

ცნობილია ისიც, რომ ავადმყოფებს მუსიკოთერაპიითაც კი კურნავენ. გამოკითხვების შედეგად დასახელდა ის 20 სიმღერა, რომელთა მოსმენისას ადამიანებს გულისცემა უჩქარდებათ.

“არტინფო” გთავაზობთ ამ სიმღერების ჩამონათვალს:

1. U2 — With or Without You

ადამიანებისთვის იმის წარმოდგენა ნამდვილად ძნელია, რამხელა სიყვარული და თავისუფლება ჩადეს ამ სიმღერის შექმნაში ბონომ და იუთუმ. ის ნიავივითაა, არსებობს ჩვენთან ერთად და ჩვენს გარეშე. შეუძლებელია ეს სიმღერა მოგბეზრდეს, სამაგიეროდ, შესაძლებელია მას დაუსრულებლად უსმინო და დატკბე.

2. Aerosmith — I Don’t Wanna Miss a Thing

ამ ბალადას, როგორც ჩანს, ისევე არ გააჩნია ასაკი, როგორც ჯგუფის სოლისტს სტივენ ტაილერს. მომღერალი ყველას მოუწოდებს, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და დააფასონ თითოეული უწთი და წთმი, რომელიც სიყვარულთან ასოცირდება.

3. Jeff Buckley — Hallelujah

სიმღერა ლოცვა ალილუია ლეონარდ კოენის დაწერილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმღერის 300-მდე შესრულების ვერსია არსებობს, მიჩნეულია რომ ჯეფ ბაკლი მას ყველაზე კარგად ასრულებს. მართალია, მომღერალს კიდევ უფრო სევდიანი გამოუვიდა სიმღერა, ვიდრე ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მთავარია, რომ მისი მოსმენისას ადამიანებს გულები კიდევ უფრო გამალებით უცემთ.

4. Reamonn — Supergirl

გერმანული როკ ჯგუფისთვის ეს სიმღერა სადებიუტო კომპოზიცია იყო და სწორედ ის გახდა საერთაშორისო ჰიტი, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სიმღერა მარტივად გასაგებია, მასში არაფერია ზედმეტი, აქვს საოცარი მელოდია და რაც მთავარია მნიშვნელოვანი სიტყვები. ამ სიმღერას შეგიძლიათ განუწყვეტლივ უსმინოთ, ის არასოდეს მოგბეზრდებათ.

5. A-ha — Velvet

ამ სიმღერის მთელი ბრწყინვალება იმაშია, რომ ცოტათი სკანდინავიური სინტეზატორული ჟღერადობითაა სავსე, ამას ემატება გიტარა, ცოტათი სიცივე, მაგრამ მთლიანობაში ბალადა იმდენად ლამაზია, რომ მისი ჟღერადობა სულში ფორიაქს და ემოციების ზღვას იწვევს. ეს არის სიმღერა, რომლის მოსმენაც არასოდეს მოგწყინდებათ.

6. Audrey Hepburn — Moon River (OST Breakfast at Tiffany’s)

ეს სიმღერა ოდრი ჰეპბერნმა იმღერა ფილმში “საუზმე ტიფანისთან”, რომელიც 1962 წელს არის გადაღებული. სიმღერამ ოსკარი დაიმსახურა. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ფილმიდან ამ ეპიზოდის ამოჭრა უნდოდათ, მაგრამ უშუალოდ ოდრი ჰეპბერნის ჩარევით და გადაწყვეტილებით, სიმღერა ფილმში დარჩა და საზოგადოებას შეუძლია ამ კომპოზიციით კიდევ დიდხანს დატკბეს.

7. Florence and the Machine — Over the Love

“ღრმა ბავშვობიდან ვმღეროდი, ვუკრავდი პიანინოზე და თან ვმღეროდი, მერე ემოციები რომ მომაწვებოდა, გაუჩერებლად ვტიროდი,” – ასე იხსენებს თავის ბავშვობას ექსცენტრიკული ბრიტანელი მომღერალი არამიწიერი ხმით ფლორენს უელჩი და ის მართალიცაა, მისი სიმღერის მოსმენის დროს ნებისმიერი ასაკის მსმენელს უდიდესი სიამოვნება ელოდება.

8. Sting — Shape of My Heart

ეს სიმღერა გამორჩეულად საყვარელია არა მარტო მელომანებისთვის და სტინგის თაყვანისმცემლებისთვის, არამედ კინოს მოყვარულებისთვისაც. სწორედ ეს სიმღერა ჟღერს ლუკ ბესონის საკულტო ფილმის “ლეონის” ფინალში.

9. Michael jackson — Billie Jean

არავინ დავობს, რომ პოპის მეფის ყველა სიმღერა სუპერპოპულარულია, თუმცა მათ შორის მაინც ყველაზე გამორჩეული მისი ეს კომპოზიციაა. რიტმული მუსიკა და უნაკლო შესრულება, ნებისმიერი თაობის მსმენელის პულსაციას გამოიყვანს წყობიდან.

10. Coldplay — The Scientist

ამ ჯგუფის მსმენელები ერთი სიტყვით ახასიათებენ მის შემოქმედებას და ამბობენ, რომ ზედმეტად ტკბილი კომპოზიციები აქვთ. კონკრეტულად ეს სიმღერა ერთ-ერთ მეცნიერზეა, რომელიც საყვარელ ადამიანთან თავისი ურთიერთობების გადარჩენას ცდილობს.

11. QUEEN — Bohemian Rhapsody

ამ სიმღერას ყველანაირი რეკორდი აქვს მოსხნილი. მიუხედავად იმისა, რომ ქვინის სიმღერების უმეტესობა ჰიტია, ეს კომპოზიცია მაინც გამორჩეულად საყვარელია მსოფლიოს ყველა თაობის მსმენელისთვის. თითოეული მათგანი კი ჯიუტად ირწმუნება, რომ ფრედი მერკურის ვოკალი არა მარტო გაჯადოებს, არამედ შენს გულისცემასაც უკიდეგანოდ აჩქარებს.

12. Johnny Cash — Hurt

ეს სიმღერა დაწერა და თვითონვე შეასრულა მუსიკის დიდმა ექსპერიმენტატორმა ტრენტ რეზნორმა, მოგვიანებით ეს კომპოზიცია ქანთრის ლეგენდამ ჯონი ქეშმა გადაამღერა. როგორც ამბობენ, ტრენტ რეზნორმა იტირა, როდესაც ჯონი ქეშის მიერ შესრულებული სიმღერა მოისმინა.

13. Joan Osborne — One of Us

ჯონ ოსბორნი სწორედ ამ სიმღერამ გახადა პოპულარული მთელს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპოზიცია კიდევ მრავალჯერ იქნა გადამღერებული, ორიგინალზე დიდი პოპულარობა ვერც ერთმა ვარიანტმა ვერ მოიპოვა. სიმღერა მხოლოდ კათოლიკეებს არ მოეწონათ, განსაკუთრებით ამ ფრაზის გამო “ღმერთსაც კი არავინ ურეკავს, რომის პაპის გარდა.”

14. Ray Charles — A Song for You

ეს არის ქავერ ვერსია ლეონ რასელის ამავე სახელწოდების სიმღერისა, რომელიც რეი ჩარლზისთვის გახდა საბაბი, თავიდან მოეპოვებინა პოპულარობა არა მარტო ვეტერანებში, არამედ ახალი თაობის მსმენელშიც. მიუხედავად იმისა, რომ მან ამ სიმღერისთვის გრემიც დაიმსახურა, მთავარი მაინც სხვა რამეა – ეს არის კომპოზიცია, რომელიც ნებისმიერი თაობის და ასაკის მსმენელს გულისცემას აუჩქარებს.

15. Keane — Somewhere Only We Know

ამ ტრიოს სიმღერები მსმენელს ყოველთვის სითბოს, სიმშვიდეს და კომფორტს სთავაზობს, რასაც ფორტეპიანოსა და გიტარის ჯადოსნური რითმები ემატება. შეუძლებელია ამ კომპოზიციას გარინდულმა არ უსმინო, ეს კი საშუალებას გაძლევს, საკუთარი გულისცემა კიდევ უფრო ყურადღებით მოისმინო.

16. The Сranberries — Promises

ირლანდიური როკ ჯგუფის ეს სიმღერა ყველამ უნდა მოისმინოს. მისმა სოლისტმა დოლორეს ო რიორდანმა მთელი თავისი სული და გული ჩადო ამ კომპოზიციაზე მუშაობისას და ეს მის თითოეულ ნოტსა და ამოსუნთქვაშიც იგრძნობა.

17. Bebe — Siempre Me Quedara

ამ კომპოზიციის მოსმენისას ხშირად ჰგონიათ, რომ მას პენელოპა კრუსი ასრულებს, რადგან ეს სიმღერა გამოყენებულია საუნდტრეკად ფილმში “კოკაინი”. სინამდვილეში ამ სიმღერას ესპანელი მომღერალი ბებე ასრულებს, რომელიც ბავშვობიდან წერს სიმღერებს და შემდეგ თავადევე მღერის. მისი ხმა ზღვის ხმაურს მოგაგონებთ და გულგრილს არ ტოვებს, მათ შორის, ყველაზე პრეტენზიულ მსმენელსაც კი.

18. James Blunt — Goodbye My Lover

ყოფილი მეომარი და ახლა უკვე მომღერალი ჯეიმს ბლანტი ყოველთვის სიყვარულზე მღერის. ეს სიმღერა ერთგვარი დამშვიდობებაა, რომელიც საკმაოდ მგრძნობიარე და ცოტა ტრაგიკულიც კი. თუმცა მისი ბოლომდე მოსმენისას არავის რჩება დანაკარგის შეგრძნება, პირიქით, მსმენელი გრძნობს მადლიერებას იმ თითოეული წამისთვის, რაც ამ მუსიკის მოსმენისას განიცადა.

19. Radiohead — Fake Plastic Trees

ეს სიმღერა ტომ იორკმა მეორე დუბლიდან ჩაწერა და მის შემოქმედებაში სავიზიტო ბარათადაც იქცა. სიმღერა მსმენელთა უმრავლესობას იმიტომ უყვარს, რომ ის განუმეორებელი ემოციით ავსებს ყველას, ვინც ამ მელოდიას ერთხელ მაინც მოუსმენს.

20. Roxette — Listen to Your Heart

როცა შვედურმა დუეტმა ეს სიმღერა შეასრულა, მას მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ლირიული სიყვარულის ბალადა უწოდეს. პირველივე აკორდები ამ შეგრძნებას ნამდვილად ამძაფრებს, მისამღერი კი ნამდვილი პიკია.