11 თებერვალი, 2015

’’ორი ვარსკვლავი’’ პირველმა წყვილმა დატოვა

ori343434მუსიკალური შოუ “ორი ვარსკვლავი” პირველმა წყვილმა დატოვა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტს ნანა ნებიერიძის და გიორგი მახარაშვილის წყვილი გამოეთიშა. მათთან ერთად აუთსაიდერი გახდა თეა დარჩიასა და ლევან მასპინძელაშვილის წყვილი.

ჟიურის სამ მუდმივ წევრს, მეოთხე მიწვეული სტუმარი მუსიკოსი დათო ევგენიძე შეუერთდა. უმაღლესი 40 ქულა ჟიურიმ ირაკლი ჭელიშვილის იგივე პეჩოსა და მაგდა ვასაძის წყვილს დაუწერა.

“ორი ვარსკვლავის” მეორე სეზონში გამარჯვებისთვის იბრძვიან ილო ბეროშვილი და ნუცა ბუზალაძე, მირიან ჯეჯელავა და ნინი ცნობილაძე, გოდერძი შარაშია და ელენე ფოჩხუა, დაჩი კოპაძე და ანანო მჟავია, მანიკა ასათიანი და ნიკა ლაზარიაშვილი, ეკა დოლიძე და მერაბ სანოძე, ირაკლი ჭელიშვილი და მაგდა ვასაძე, ნათია ფარჯანაძე და ლუკა ზაქარიაძე, როლანდ ოქროპირიძე და მარიკო ებრალიძე, ხათუნა ჟორდანია და გიო ხუციშვილი, თეა დარჩია და ლევან მასპინძელაშვილი.