1 თებერვალი, 2015

მწერალთა სახლში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

jano62 თებერვალს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი და მწერალთა სახლი გერმანულენოვანი წიგნის „ქართული მწერლობის ანთოლოგია“ პრეზენტაციას გამართავს.

წიგნი ითარგმნა გერმანელი მთარგმნელი ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის მიერ.

ანთოლოგიაში თავმოყრილია ანა კალანდაძის, ლადო ასათიანის, ბესიკ ხარანაულის, მაყვალა გონაშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანისა და სხვათა პოეზია.

პოეზიასთან ერთად ანთოლოგიაში შეტანილია ქართული პროზაც. მკითხველს საშუალება ექნება წაიკითხოს გოდერძი ჩოხელის, ოთარ ჭილაძის, რევაზ მიშველაძის, დათო ტურაშვილისა და სხვათა პროზა.

”ქართული მწერლობის ანთოლოგიაში” სულ 30 ქართველი ავტორია შეყვანილი.