7 თებერვალი, 2015

ეკატერინე ტოგონიძე საუკეთესოთა შორის მოხვდა

eka6ქართველი მწერლის ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობა “მე ვარ” საუკეთესოთა შორის მოხვდა. როგორც მწერალმა თავად განაცხადა, ეს ამბავი მისთვის გამორჩეულად სასიხარულოა:

“ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია Best European Fiction 2015-ში მოხვედრა. ეს მოთხრობა მართლა განსაკუთრებული ემოციით დავწერე…

წიგნი გზაშია და ველოდები. ერთმა მკითხველმა ფეისბუქზე ბრაზილიიდან მომწერა, ძალიან მომეწონაო, რა პატარაა სამყარო!

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა არაჩვეულებრივ მთარგმნელებს Natalia Bukia-peters, Victoria Janet Field.

მადლობა ჩვენს გოგოებს ირინე ჩოგოშვილს, დეა მეტრეველს, ასევე ლელა ცისკარიშვილს, რომელმაც “მე ვარ” თავის დროზე ბაკურ სულაკაურის 15 საუკეთესოსთვის შეარჩია და მადლობა ყველა მკითხველს.”