20 თებერვალი, 2015

დათა თავაძის პიესა გერმანიაში დაიდგა

data234ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის დათა თავაძის პიესა “დედაომი” გერმანიაში დაიდგა. პრემიერა 20 თებერვალს არის დანიშნული.

ინფორმაციას მსახიობი ნატუკა კახიძე ავრცელებს:

“ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა, იმიტომ რომ გერმანიაში დათას პიესის “დედაომი”-ს პრემიერაა. ძალიან გული მწყდება, რომ მის გვერდზე არ ვარ ასეთ მნიშვნელოვან დღეს, სამაგიეროდ, ამ დღეს მისსავე დადგმულ სპექტაკლს “ტკივილი არის ახალგაზრდობა” ვითამაშებთ სამეფო უბნის თეატრში, 22-ში “ფრეკენ ჟულის” და 27-ში “ტროელ ქალებს”. მიყვარხარ და იმ დროს, როდესაც შენ პრემიერა გექნება, ჩვენ სცენაზე ბედნიერები და ცოტა ნერვიულებიც გიგულშემატკივრებთ.”