19 თებერვალი, 2015

’’ბასიანი’’ იუბილეს აღნიშნავს

RIAF-Image-3-Ensemble-Basiaანსამბლი ბასიანი იუბილარია. საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს 2015 წელს დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით 19 თებერვალს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ბასიანი“ სოლო კონცერტს გამართავს და სრულიად ახალი პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე.

21 თებერვალს ანსამბლი „ბასიანი” მიემგზავრება ესპანეთში, სადაც სოლო კონცერტებს მადრიდში, სანტანდერსა და ზარაგოზაში გამართავს, კონცერტების პარალელურად ცნობილ ესპანელ მუსიკის მკვლევართან პოლო ვალეჰოსთან ერთად „ბასიანი“ მასტერ-კლასებსაც ჩაატარებს.