23 თებერვალი, 2015

ამიკო ჩოხარაძის ახალი ამპლუა

amiko123იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სხვადასხვა იუმორისტული შოუებიდან გაიცნო, ერთგული გულშემატკივრების წინაშე ახალი ამპლუით წარსდგა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების წევრი სხვადასხვა სკეტჩებსა და შოუებში ყოველთვის მღეროდა, ამჯერად საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდა და სტუდიაში ახალი სიმღერა ჩაწერა.

იუმორისტმა გარეპვა გადაწყვიტა და ახალი სიმღერა თავის საყვარელ მეუღლეს მიუძღვნა. ახალ კომპოზიციას ”ჩემს ცოლს” უწოდა და ტექსტში მათი სიყვარულის ისტორია მოყვა, რომელიც ინტერნეტში გაცნობით დაიწყო და ოჯახის შექმნით დასრულდა.