ჯაბა ქარსელაძე საუკეთესო მომღერლად დაასახელეს

6 თებერვალი, 2015

jaba5ქართველი მომღერალი ჯაბა ქარსელაძე, რომელიც უკვე წლებია საფრანგეთში ცხოვრობს, ავსტრალიის ერთ-ერთმა ჟურნალმა საუკეთესო ოთხეულში დაასახელა, როგორც მომღერალი და მოდელი. ეს სასიამოვნო ინფორმაცია ქართველმა მომღერალმა სოციალურ ქსელში თვითონვე გაავრცელა:

“ავსტრალიის ერთ-ერთმა ჟურნალმა საუკეთესო ოთხეულში როგორც მომღერალი-მოდელი დამასახელა და თუ გინდათ რომ ამ ჟურანლის პირველ გვერდზე მიხილოთ საქართველოს სახელით, მაშინ უნდა გახსნათ მითითებული ლინკი და მომცეთ ხმა! ეს უკვე დიდი წარმტებაა, რომ 4 წარმატებულ ადამიანში მოვხვდი!”