28 თებერვალი, 2015

წიგნები, რომლებიც კურნავს

cignebi777სწავლულები მთელი ცხოვრების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ წიგნი სულის წამალია. მედიკოსები კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ კითხვა ავადმყოფობის დროს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროცედურაა და მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მკურნალობის ახალი მეთოდი – ბიბლიოთერაპია დაამკვიდრეს.

ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისთვისაც კითხვა ნამდვილი სიამოვნებაა. მოხილისეებზე დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ ადამიანის ტვინი განსაკუთრებით აქტიურდება შექსპირის კითხვის დროს. პოეზია ხელს უწყობს ტვინის იმ ნაწილის ნორმალიზებულ მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებსა და თვითკონტროლზე.

ეს მეთოდი მედიკოსებმა მეცნიერებთან ერთად იმ ადამიანებისთვის დანერგეს, რომლებიც გამუდმებით სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სხვადასხვა ფობიები აწუხებთ. ბიბლიოთერაპიით მკურნალობის დროს, ნებისმიერ პაციენტს უფლება აქვს წასაკითხი წიგნი თავად აირჩიოს, მთავარია მან კარგად დაიმახსოვროს, რომ ნაწარმოები უნდა იყოს გასართობი, კითხვა კი არა მარტო სიამოვნებას ანიჭებდეს, არამედ ფიქრის და ანალიზის საშუალებასაც აძლევდეს.

კლასიკური ლიტერატურა მკითხველს კიდევ უფრო დაფიქრებულს ხდის. ის ცდილობს სხვისი შეცდომების კითხვისას საკუთარზეც დაფიქრდეს. ასეთი ლიტერატურის კითხვა მისწრებაა სტრესული და ნევროზული მდგომარეობის დროს.

დეტექტიური და სათავგადასავლო ლიტერატურა ავარჯიშებს ყურადღებას და ლოგიკას. თავბრუდამხვევი ისტორიები მკითხველს ავიწყებს პრობლემებსა და სევდიან ამბებს. ასეთი ლიტერატურის კითხვა კარგია ფსიქოზის დროს.

მეცნიერული ფანტასტიკა და ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა ანვითარებს მკითხველის გონებრივ შესაძლებლობებს, აძლევს საშუალებას გააანალიზოს თავისი ქმედებები, ხმამაღლა გამოხატოს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები და სხვებსაც გულწრფელად გაუზიაროს. ამ ჟანრის ლიტერატურა სასარგებლოა ნებისმიერი ფობიით დაავადებული ადამიანისთვის.

პოეზია არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. ლექსები ადამიანს პოზიტიურ განწყობაზე აყენებს და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას მატებს. პოეზიის კითხვა რეკომენდებულია დეპრესიის დროს, ასევე ინსულტის შემდეგ მეტყველების მოსაწესრიგებლად.

ზღაპრები და ფოლკლორული ლიტერატურა ასწავლის ადამიანებს ურთიერთობის წესებს, სძენს მეტ დაკვირვებულობას. ეს ლიტერატურა ძალიან სასარგებლოა ჰიპერაქტიული ბავშვებისთვის და განსაკუთრებით რთულად აღსაზრდელი მოზარდებისთვის.

იუმორისტული ლიტერატურა მკითხველს უხსნის დაძაბულობას და ასწავლის ურთიერთობას ყოველგვარი კონფლიქტების გარეშე. მისი წაკითხვა კარგია გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის.

ფილოსოფიური და რელიგიური ლიტერატურა ადამიანს აძლევს სრულ წარმოდგენას მსოფლიოზე და ადამიანზე. ამ ლიტერატურის წაკითხვა კარგია ადამიანებისთვის, ვისაც სტრესი და ქრონიკული დეპრესია აწუხებს.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...